სურათი ალბომიდან


ნეტავ ეს რა ლაბირინთმა გადამკარგა,
ვინ მიბოძებს, ზღაპარია! არიადნეს გორგალს,
არითმია ჩემი არსის, გულს ედრება,
არიმანი კვალდაკვალ მდევს - ბორგავს.

ჩემი ბაღის უჩინარი სამშვენისი,
ქრიზანთემა, შემოდგომის ქრიზანთემა,
მენატრება ფერის, თეთრის, ქრომატიზმი.
ჩემი ყოფის რთული ფუგის სხივებრ თემა.

ქიმერა თვლემს ჩვენი მოდგმის არსობაში,
ქრიზანთემა, მომნუსხველი ქრიზანთემა,
სიკეთე და ერთგულება - ალქიმია!
ამორძალთა ხვედრი -მკაცრი ანათემა.

ნეტავ ეს რა ლაბირინთმა ჩამიხვია?
ვინ მიბოძებს, ზღაპარია! არიადნეს გორგალს.
არითმია ჩემი არსის, გულს ედრება,
არიმანი კვალდაკვალ მდევს, ბორგავს ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი