ვერლიბრი


უგრძნობთათვის

მაშინ,
როცა შენ იქნები სახლში,
მარტო..
და არ გეყოლება არავინ ხმის გამცემი,
საკუთარ სხეულს 
ვერ უბრძანებ მოქმედებას 
და
არ შეგეძლება აიძულო
ნაბიჯს გადადგმა..
იწვები უხმოდ
და დაითვლი ჭერზე იმედებს,
ღიმილის ნაცვლად
შეგახმება ცრემლი ტუჩებზე..
სურვილები მთელს ტანში დაგივლის..
მოიკუნტები ისე, 
რომ მიხვდები,
ტკივილზე მეტად შენ ცოტავდები..
დაუძახებ ყველას,
ვისგანაც შველას არ ელი
და მიხვდები,
რამდენად ცარიელი ხარ,
რომ არაფერი გაგაჩნია,
გარდა სხეულისა..
დაინახავ,
რომ არავინ ხარ..
რომ არაფერი გაქვს..
რომ არავინ გყავს
და საკუთარ თავზე გამოცდი
ჩემი სუიციდის ყველა მცდელობას!
მოძებნი შენში დარჩენილ ღმერთს,
აკანკალებული ხელით 
სხეულზე იპოვნი ჯვარს და
თვალებდახუჭული ეამბორები
გამომშრალი ტუჩებით..
ფრჩხილებში შერჩენილი
ჭუჭყივით გააქრობ
თავდაჯერების ყველა მცდელობას
და
მამაჩემივით უმოწყალოდ
მიიღებ ალკოჰოლის დიდ დოზას..
მერე დაივლი
გულში ჩარჩენილ ხალხს
და მადლობას ეტყვი
ყველა იმ ტკივილისთვის,
რომელმაც აქამდე მოგიყვანა..
არაფრად მოგეჩვენება
დამცინავი სახეები
და უხმოდ მიხვალ
იმ მოხუც კაცთან,
რომელსაც,
თვალებში შენსავით
მძიმე ახალგაზრდობა მოუჩანს..
მხარზე ხელს გადახვევ
და
თითქოს მასზე ბევრად უფროსი,
აიძულებ,
მოისმინოს შენი რჩევები..
უყურებ გოგოს,
არაჩვეულებრივად მნიშვნელოვანი მზერით
და გაფიქრებს
მისი თითების უადგილო ცეცება,
რომელიც მოულოდნელად იმალება
ვიღაც ცინიკოსის თითებში..
რამდენიც არ უნდა ეძებო,
ვერსად წააწყდები
დედის მზერას!
და ბრუნდები ასე,
ნაბიჯ’არეული
და
სასმლის სუნით გაჟღენთილი სახით
ოთხში,
სადაც,
ჯერ კიდევ ჩანს
ლანდი იმ სიყვარულის,
რომელი სიყვარულითაც უყვარდი
და შენ ვერ შეიყვარე!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი