მთვარე ღამის ტყვეა


ღამე ანთებდა თავისთვის კოცონს,
ყველა ქარისთვის  მეკოცნა მსურდა,
ცას ვარსკვლავები გადმოეყარა,
როგორც გაცვეთილ ჯიბიდან ხურდა...

მე ღამეების უძილო დარდის
და უწვიმარი დღეების მშურდა,
ქარები ისევ ეძებნენ მდელოს როგორც ჩემს ფილტვებს გრიპი და სურდო...

წყალივით წვეთავს ჭერიდან სევდა
და თითქოს სახლში ოთახებს ქურდავს,
ღამეა, მთვარე ჩაიცვამს კაბას
და თან გაისმის ჭრაჭუნი ხუნდთა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი