სამი ჭიქა არაყი


მე, გაჩერებული საათი, კარლოს წიგნი.
სამი ჭიქა არაყი —
ჩემთვის, შენთვის და მისთვის.
ღია ფანჯარა.
გაცრუებული იმედი
სამჯერ უფრო მძიმეა —
ვიდრე სმა,
შიმშილი
და ხელჩაქნეული, 
ყელში ამოსული 
ცხოვრება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი