ჩემი თვალებიც, მალავენ სევდას ..


ჩემი თვალებიც, მალავენ სევდას,
ცრემლი წამწამებს,მინამავს დღესაც,
ღიმილით ზოგჯერ,მე ვმალავ დარდებს,
გული ვერ მალავს, უთქმელად სათქმელს.
ჩემი თვალები, ატარებს ტკივილს,
ამ ტკივილს,ვმალავ ღიმილის იქით,
ჩემს გულში ახლა ქარიშხალია,
მე ისისც ვიცი, რისი ბრალია.
წლებად მათოვენ ჩემი დარები,
აღარ მხვდებიან გზებზე ვარდები,
ბოლოს მიღებენ ზოგჯერ აზრები,
ზოგჯერ ძალიან მალე ვბრაზდები,
გავუძლებ დარდებს,ავიტან ტკივისლს,
წლებსაც ვაჯობებ,ხანჯლად რომ მივლის,
ცრემლებს დავმალავ და მოვფენ ღიმილს,
ჩემი ლექსებით ვაჯობებ ტკივილს!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი