წამი


ჩემს დროს,უშენობის შერევია წამი,
ბევრ წამს,უშენობა შერევია წამად,
ახლა შენ იქეცი,ჩემი ფიქრის მიზნად,
ახლა შენ იქეცი,ღიმილად და დარდად.
ჩემი მონატრების წამში დამეკარგე,
შენმა მონატრებამ,დროც კი ამირია,
წამი ზოგჯერ ისე, ბევრის დამტევია,
მგონი ვეღარც ვითვლი,მიჭირს... რამდენია...
ნატვრად ახდენილი, ოცნებები გქვია,
ზოგჯერ შენთან ყოფნის,წამებიც კი მშლიან,
დღეს კი მონატრება,ისე ძლიერია,
მე ამ მონატრების ,წამებიც კი მღლიან!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი