რა ვუყო?!


რა ვუყო ამ დარდს,სხეულში რომ ნემსებად ატანს?!
რა ვუყო ამ წლებს?!შენით გამთბარ ბედნიერ წამებს?!
რა ვუყო ამ გულს,თუ უშენოდ, ფეთქვაც კი არ სურს?!
რა ვუყო ტკივილს,ყოველ დღე რომ,
მთელს სხეულში ხანჯლებად მივლის?!
რა ვუყო ფიქრებს,გონება,რომ თავისით იწყებს?!
რა ვუყო ჩემს თავს?ყოველ წუთას ვსვავ მე ამ კითხვას!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი