შენ მაიძულე მეცხოვრა.(პირველი თავი)


ვცდილობ ეს წამები ძალიან მკაფიოდ აღიბეჭდოს და სამუდამოდ დარჩეს ჩემს გონებაში.განცდა რომელსაც ახლა ვგრძნობ ბედნიერების და აუწონავი სიყვარულისაა.იგი მთელს სამყაროს გადაიწონის...
ფრთხილად გაახილა თვალები და ჩემი თვალების იდენტური თვალები მომანათა. სასწაულია.ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია .თოვლივით თეთრი კანი და ლამაზი ტუჩები აქვს. საოცრად ლამაზია და მე უზომოდ ბედნიერი. მთელმა სამყარომ მინდა გაიგოს, რომ მე დღეს დედა გავხდი. ულამაზესი გოგონას დედა, რომელმაც ეს წამია ჩემი ცხოვრება ზღაპრად აქცია...
იქნებ ვინმემ გაიფიქროს კიდეც, რა არის ამაში ასეთი ენით აღუწერელი და დაუჯერებელი, ეს ხომ ყველა ქალის მისია არის დედა გახდესო,მაგრამ ვერ დაგეთანხმებით.ყველას არ შეუძლია იყოს დედა. ზოგჯერ ჩვენ არ გვეკითხება ცხოვრება ისე გვართმევს რაიმის უფლებას,მათ შორის დედობის უფლებასაც!
დედობა ღვთის საჩუქარია .არ მინდა გინეკოლოგიურ განყოფილებებში ფარულად აბორტის რიგებში იდგნენ ქალები.არ მინდა ამ უდანაშაულო, სულ პაწაწინა ადამიანების გულები დედების ნება-სურვილით გაჩერდნენ.
ალბათ მეტყვიან სათქმელად ადვილიაო, მაგრამ დამერწმუნეთ ჩვენ ვისაც დედობის უფლება ჩამოგვერთვა,ჩვენ ვინც საკუთარი გულის ქვეშ, ჩვენი შვილის გულისცემას ვერ ვიგრძნობთ ,აბორტი სადისტური ქმედებაა.აქ ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები ვინც შვილს სქესის და რაოდენობის მიხედვით ირჩევს. და აქ ასევე ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ქალები,რომლებიც დედობაზე ოცნებობენ...
სანამ ეს ბედნიერი დღე გათენდებოდა,რომ ჩემი შვილი ხელში ამეყვანა ,ბევრი ტკივილის,შიშის ,ფიქრის და ბედინიერების წელი გავიდა.
ჩემი ისტორია წლების წინ დაიწყო. ამ ამბავმა სხვანაირად დამანახვა ცხოვრება,შემაცვლევინა აზრი და მიზანი.გადამაფასებინა ღირებულებები და მასწავლა არასოდეს დავნებდე ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი