შენ მაიძულე მეცხოვრა. (მეექვსე თავი)


ნამგზავრმა კვირა დილას კარგად გამოვიძინე. 12 საათზე
გამეღვიძა. სამზარეულოში გავედი, ყავა დავდგი და ფეისბუქის
სქროლვა დავიწყე. ექსკურსიის სურათებიდავათვარიელე. 
მხოლოდ რამდენიმე ფოტოში ვჩანდი. ამასობაში ყავაც
ადუღდა. ფინჯანში დავასხი და გასაგრილებლად დავტოვე
მაგიდაზე. სანამ ყავა გაგრილდება ფოტოებს გადავიტანთქო
ვიფიქრე. გუშინ დაღლილმა შემოსასვლელში დავტოვე
ფოტოაპარატი. ნოუთბუქი ჩავრთე და მეხსიერების
ბარათიდან ფოტოები გადავიტანე. ამასობაში ყავაც
გეგრილდა. მოვწრუპე... საოცარი არომატი ჰქონდა...ეს ჩემი
ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო რიტუალი იყო. პირველი
ყავის ყლუპი ყველაზე გემრიელი მეჩვენებოდა მუდამ. ამ
ყლუპით იწყებოდა ახალი დღე… ფოტოები დავათვარიელე, 
რამდენიმე სოციალურ ქსელშიც ავტვირთე. სასიამოვნოდ
გამახსენდა გუშინდელი დღე. ნოუთბუქი გვერდით გადავდე და
სხვა საქმეებს შევუდექი. კვირა სახლის დღე იყო ჩემთვის. 
არანაირი გასვლები და შეხვედრები არ მიყვარს ამ დღეს. არც
დღევანდელი დღე იყო გამონაკლისი.
დღე სახლში სასიამოვნოდ და ნაყოფიერად გავატარე. 
ხვალინდელი დღის გეგმებს გადავხედე და დასაძინებლად
მოვემზადე...
მიყვარს როდესაც მაღვიძარა რეკავს, თვალებს ვახელ და
ვხვდები ჩამოფარებული მუქი ფარდების უკან, მზის
თვალისმომჭრელი სხივები ლიცლიცებენ. ხალისიანად იწყება
მერე დილა. დღესაც ასე იყო. შემოდგომის თბილი და მზიანი
დილა გათენდა. მოვემზადე და სამსახურში წასასვლელად
ტაქსი გამოვიძახე. სწრაფად მოვიდა ტაქსი და აპლიკაციამ
დამიწერა სადარბაზოსთან მიცდიდა. კარის გაღებამდე ჩემს
დიდ სარკეში ჩავიხედე, ანარეკლს გავუღიმე და სახლიდან
გავედი...
კაბინეტის კარი შევაღე და იქაც ჩემი საყვარელი მზის
სხივები შემომეგებნენ სახეში. ჩანთა საკიდზე დავკიდე და 
ფანჯარა გამოვაღე. ჩემი კაბინეტის კარი ეზოს მხარეს მე-3
სართულზე იყო. ეზოში მდგარი ხეების ტოტებში მობინადრე
ჩიტების ჭიკჭიკი , ადრე გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე
მიტკბობდა ყურს. სულ ღია იყო ჩემი ფანჯარა. ჟანგბადით
გაჯერებული ჰაერი მუშაობისას დაღლას არ მაგრძნობინებდა.
ოთახის კედლები თბილი სალათისფერ ტონში იყო, ავეჯი ღია
ჩალისფერი. კედელზე რამდენიმე დაპრინტული ფოტო
ეკიდა, 2 კომფორტული სავარძელი და პატარა მაგიდაც
მქონდა ოთახში ,სადაც მუდამ იდგა ყვავილების
თაიგული, სეზონის მიუხედავად. საქმე კი მუდამ
თავზესაყრელად მქონდა. შეფასებები, დასკვნები, ახალი
რეკომენდაციები. ძველი შედეგების გადახედვა და ახალი
მიზნების გაწერა. მიყვარს ჩემი პროფესია, ამიტომ ეს
რუტინული საქმე სიამოვნებასაც კი მანიჭებდა... 
სამუშაო საათები დავასრულე. კომპიუტერი გამოვრთე, 
ფანჯარა დავხურე და კარი გასაღებით ჩავკეტე. შენობიდან
გამოვედი და ქუჩას ფეხით გავუყევი. მარკეტში შევიარე, 
სასურველი პროდუქტები ვიყიდე და ტაქსს დაველოდე.
სახლის კარი შევაღე და ღრმად ჩავისუნთქე. მიყვარს ჩემი
სახლის სუნი. ყველა სახლს თავისთვის დამახასიათებელი
სუნი აქვს, რომელიც ამ სახლის წარსულის ისტორიას ჰყვება...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი