ერთადერთი


ამ ქვეყნად მოსვლა შენს გამო ღირდა, 
იმ ქვეყანად წასვლას შენს გამო შევძლებ 
უშენოდ წამიც ვერ შევძლებ ყოფნას, 
და არც ექნება იმ ყოფნას აზრი... 

შენ ჩემს ცხოვრებას შესძინე სიტკბო 
და შემაყვარე სიცოცხლე ქვეყნად, 
როცა გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში, 
იმ წამსვე გულმა დაიწყო ფეთქვა... 

მე შენთან ერთად ყველაფერს შევძლებ, 
შენ მაძლევ ხალისს ბევრი რომ ვწერო, 
როგორც მხატვრები ხატავენ ნახატს, 
მე შენით ვხატავ ჩემს მთელ სამყაროს... 

ღმერთი თუ მომცემს უფლებას ვთხოვო, 
ვთხოვ სამუდამოდ ერთად გვამყოფოს, 
სიცოცხლის მერეც რომ ერთად ვიყოთ, 
ეს ერთი თხოვნა მექნება მხოლოდ... 

ასე ხომ ყველას არ სწყალოს ღმერთი, 
იპოვოს ერთი ვინც მისთვის გაჩნდა, 
და მე ვიპოვე,ვიპოვე ის ვინც, 
ღმერთმა საჩუქრად გამომიგზავნა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი