ბებიაჩემის სკივრი


სარდაფის კუთხეში...
მტვრიანი მურაბბეის გვერდით
ბებიაჩემი სკივრს ინახავდა... 
სკივრს მოგონებების, რომელშიც დამწყვდეული ჰყავდა ის აუხდენელი ონებები, რომელიბიც სიზმრებადაც ვერ აქცია..
სარდაფის კუთხეში... 
ობობის აბლაბუდებსა და ჭიანჭვლების ბუდეების გვერდით
ბებიაჩემი სკივრს ინახავდა,
რომელშიც ერთად ამწყვდევდა პირველ კოცნასაც და უიმედო სიყვარულსაც..  
სარდაფის კუთხეში...
ყველასგან ფარულად
სკივრი იდგა მტვრიანი, სევდიანი და ელოდ, ელოდა რომ ერთ დღეს მზის სხივი იპოვნიდა და გაუთბობდა გულს 
სარდაფის კუთხეში
სკივრი იდგა, 
რომელიც ბებიაჩემსაც აღარ ახსოვდა 
თუმცა ახსოვდა ის, რაც საგულდაგულოდ ჩაკეტა მასში დასავიწყებლად...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი