ჩემი შორეული სიყვარული


ეძღვნება ანაკლიის მომავლის ბანაკის მონაწილეებს , ლიდერებს ,სტაფს, 
ყველას,ვის გულში და გონებაში ბანაკმა თავისი კვალი დატოვა
სიყვარულით ნონორე ლიდერი 

როდისმე გყვარებიათ?ისეთი გრძნობით , რომ მე-9 ცაზე დაფრინავდეთ ? ისეთი გრძნობით, რომ ბედნიერებას სრულიად მოეცვას თქვენი არსება? 
მე მყვარებია და ახლაც მიყვარს        .....
5 წლის წინ შემიყვარდა , დავინახე თუ არა მაშინვე შემიყვარდა... მასაც შევუყვარდი ...
10 დღე გაგრძელდა ჩვენი ერთად ყოფნა , მერე მიწაზე ჩამოსვლა მაიძულეს   იმ დღიდან საშინელ დანაკლისს განვიცდიდი, ხმები ჩამესმოდა, ნათლად ვხედავდი , ისევ ისე ვგრძნობდი , ისევ ისე განვიცდიდი, მესიზმრებოდა , მენატრებოდა, ოცნებად მექცა მისი, თუნდაც ერთხელ ნახვა ...  
4 წლის შემდეგ  ოცნება ავიხდინე. როგორც იქნა შევხვდი ჩემს შორეულ სიყვარულს. ასაკი მომატებოდა, ფერებში სიმკრთალე შეჰპარვოდა , მაგრამ ისევ ისეთი ამაყი იყო. უფრო მეტად შემიყვარდა და კვლავ ოცნებად მექცა მასთან შეხვედრა . 
ახლაც უზომოდ  მენატრება , უსაზღვროდ  ...  და ეს გრძნობა ერთდროულად სასიამოვნოც არის და საშინელად მტკივნეულიც ...
რატომ შემიყვარდა ასე ძლიერად? ყველაზე თბილია, გამორჩეული, განსხვავებული ... ყველა უყვარს, ყველაზე ზრუნავს, დიახ  არ მოგესმათ , ყველა ერთნაერად უყვარს ...  ბედნიერება იცით რა არის? ისიც ყველას უყვარს ,იმდენად ძლიერად ,რომ მის გარეშე ადამიანებს ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ და ამის გამო მე სულაც არ ვეჭვიანობ ...  მე ეს ადამიანებიც ძალიან მიყვარს , მათ ხომ ასე საოცრად უყვართ ის. დრო , ყველა ჩვენგანთან  , მასზე მოგონებებში და ნოსტალგიებში გადის. ყველა ხვანაირად გამოვხატავთ მისადმი სიყვარულს .
მე მისთვის არასოდეს მითქვამს, რომ მიყვარს. ის,   ჩემთვის, ჩუმად მიყვარს , რადგან არსებობს ისეთი რაღაც რისი ახსნა და გადმოცემა შეუძლებელია - ეს უნდა იგრძნო და განიცადო .  ჩემს თვალებს და ჩემს დუმილს  კი ბევრად მეტი ,,მიყვარხარ“-ის თქმა შეუძლიათ ... 
მე ვიპოვნე ჩემი წილი ბედნიერება და მინდა გიწილადოთ ადამიანებო ...
მე ვიპოვნე ჩემი წილი ბედნიერება და ეს შენ ხარ ჩემო მომავლის ბანაკო

უზომოდ და უსაზღვროდ შეყვარებული 
ნონორე ლიდერი 
07.07.2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი