0 45

როგორც იფიქრებ


როცა მნახავ..შენი მზერა გახდება ჩემით მონატრებული..
როცა მნახავ..დამინახავ გულგრილობას აკრული..
როცა მნახავ მივხდებით რომ დავეკარგეთ ერთმანეთს..
ისე აუხსნელად ისე უყველაფროდ 
ისე უფერულად..
რომ ჩვენ თვითონ გაგვიკვირდება
იმ ძველის. როგორ შეგვეძლო ის ანთება და აღტკინება..
თურმე ასეც ხდება.  რაღაც შემოგენთება და გჯერა  რომ გადარეული ხარ..
და თუ სიცივე წამოვიდა..ისე გადმოგედება და მოგედება ხავსივით ის სიცივე..ისე გეტკინება და გაგეყინება რაღაც მკერდთან..რომ გაიფიქრებ როგორ შეძელი ის აღტკინება..
კომენტარები (0)