ფრთები


მე მეჩვენება რომ ფრთები არ გვაქვს,
და არც სურვილი სადმე გაფრენის,
ეს სამყარო კი არაფერს არ ჰგავს,
გამოგონილი და ცრუ ზღაპრებით.
მე უკვე ვიცი, რომ ყველა ტკივილს
და ველა სევდას ჰქვია სახელი,
მაგრამ ვერ ვიტყვი რომ დღეს, ამ დილით,
უთუოდ შევძლებ თვალის გახელას.
მე კარგად ვიცი ვინაც აქამდე
მიყვარდა,
დღესაც მიყვარს და ვკვდები,
ვეღარ მივაღწევ მზეზე ლაქამდე,
რადგან წიღეს სულიც და ფრეთებიც.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი