თამაში


ვთამაშობ სიტყვებით,
ფრაზებით,
მარცვლებით
და მგონი სიცოცხლეც თამაშში გამძვრება.
გარეთ კი თოვლია მუხლამდე... წელამდე...
და მგონი ისე თოვს, ვერც მოვალ შენამდე.
ამ თოვლში, რომ გრგვინავს. მეზობლის თოფია,
ვიხსენებ საღამოს და „კეფეტოპიას“.
უკრავდა მუსიკა, ქუჩაში გრიგალი,
კაფეშიც, ქალაქშიც მხოლოდ ჩვენ ვიყავით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი