მე ქართველი ვარ, მე ლაზი ვარ, კოლხეთის შვილი


მე ქართველი ვარ, მე ლაზი ვარ , კოლხეთის შვილი,
მშობელი ცის ქვეშ საქართველო რად მენატრება,
შორს ჭიუხებში გავარდნილა ჯიხვებით ზრდილი,
ქათული სული, ღვთიშობლის რძე ბაგიდან შრება.

ღმერთის გულიდან ამოტანილ რითმებს დაგიწერ,
ეჰ, საქართველო ზეცას ვუმზერ და იქღა გხედავ,
როდესაც ჭირში ღმერთის ცრემლით პიჯვარს გადვიწერთ,
აბობოქრდება ქართლის სული, გიცნობ, რომ შენ ხარ.

გთხოვთ, საქართველოს აკლდამაში ნუ დაასვენებთ,
სახეს აპკურეთ თერგის წყალი გრაალად გვექცეს,
დაგლეჯილ თავშალს ჩემ მიწა-წყალს ნუ დაამსგავსებთ,
ცა გაირღვევა, დაე, უმალ თავზე დაგვექცეს.

ჰერი, ჰერიო დაიძახეთ ყმაწვილქალებო,
ძალა ერთობის ოდითგანვე ქუხდა, იქუხებს,
თქვენ ქართველებო, აფხაზებო, მთის არწივებო,
მუჭა შეკარით, საქართველო ისევ ისუნთქებს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი