ძლიერ მინდა მჯეროდეს, რომ ლაჟვარდად ..


ძლიერ მინდა მჯეროდეს, რომ ლაჟვარდად ვიქცევი,
რომ ტალღებში ლივლივით ცეცხლის ალი ჩაქრება,
სიკვდილისგან კი არა სიცოცხლისგან მიხსენით,
ჩემი სული დავუთმე, ხორცი მაინც დალპება,

მაგრამ როგორც სჩვევია სისადავე წამართვა,
იცი?! მწველი ტკივილი მკერდში ისევ მაგიჟებს,
შერჩენილმა იმედმა პაექრობა გამართა,
სარკეში მდგარ სიგიჟეს კი დულეში გაიწვევს.

ქარმა შემომიარა და სიმუნჯით ავრიე,
ოთახებში დაძრწის და გასახლებას მიქადის,
კედლებმა კი სიმძაფრით ცეცხლი მხრებზე მოისხეს,
და სიმწვავემ იფეთქა, არასოდეს გამივლის.

მესმის ქარის კივილი ანფასში და მეცნობა,
წყარო გადაქცეულა ჭაობად და ჩამითრევს,
ვხედავ, ცხადი არ არის, გაზაფხული ინთება,
გაელვება სიბნელეს მხოლოდ წამით ამშვიდებს...

მხოლოდ წამი მეყოფა, დაგეშილნო ჰე ეცით,
დარჩენილი დროის ხვნა თქვენთვის დამიტოვია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი