ზღვას მოვიხვევ მხრებზე, რომ სიმშვიდემ დამთმო,


ზღვას მოვიხვევ მხრებზე, რომ სიმშვიდემ დამთმო,
ქარს გავატან თვალებს, რომ ვერ დამინახო,
მზე მომიტანს სიზმრებს, დღე მაბრუებს, მათრობს,
მწუხრში ფეთქვას შევწყვეტ, ვლამობ დამიძახო.

გთხოვ, გაშალე ალბატროსო ფრთები,
ჩემი სული ლაჟვარდებში იქცევა,
შორს ჯიხვებსაც მიაწვდინე ხმები,
რომ ღმერთს ვხედავ, სასთუმალთან ირწევა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი