ოხ, ეს თითები დღეს ქარივით ამღვრეულია ..


ოხ, ეს თითები დღეს ქარივით ამღვრეულია, 
და მაჯებს კვეთენ შმაგი ფიქრები...
ყოფნა-არყოფნის დინებები ამღვრეულია,
მე კი მწუხრამდე უხმოდ ვიჯდები.
ვიდრე ანფასში ილექება გლოვის სიმხდალე,
საკუთარ თავთან აღსარების აკვიატება,
უსაზღვროობის საზღვრებია მხოლოდ სიმძაფრე,
შიში დარჩენის, შიში წასვლის, გაზვიადება?!
და თუკი შენ ქრები, მე ვრჩები?!
ზეცა მზეს უფსკრულში ჩაიტანს ,
ვერ ვსუნთქავ, სული მაქვს ნარჩენი,
უშენოდ ღმერთიც ვერ ამიტანს.
განცდებს ვღვრი ლტოლვასთან ჭიდილში,
შენს სულში იები ჭკნებიან,
და ვეძებ სხივთ ქორწილს კივილში
ფერწასულ ფესვებს რომ სტირიან.
და თუკი შენ ქრები, მე ვრჩები?!
ეჰ. მაშინ სიკვდილიც მსხვერპლია
გრაალი ხელიდან მეცლები,
და თითქოს ჯალათნი მშველიან.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი