შენ იმდენად ახლოს ხარ, ღმერთებიც ..


შენ იმდენად ახლოს ხარ, ღმერთებიც კი გდევნიან,
გულის ფეთქვას წყვდიადში აისივით მოველი,
ჰორიზონტზე ღრუბლები მზის სხივებთან წვებიან,
და შფოთავენ ლოდინით დაღალული ბროლები.
ჩვენ იმდენად მარტო ვართ სიყვარულს ვერ ვერევით,
და ისევე ჩხრიალებს გულის ჯიბეს მასრები,
ოპტიმიზმის ქარცეცხლში რეალობას ვშორდებით,
ტალღებს ავუჯანყდებით, არ დაუშვათ აფრები.
მე მზის აგონია ვარ, სხივებს მიღმა ვვარდები,
დროის უჯიათობას შეწირული ლანდები, 
სარკაზმით და ცინიზმით უშედეგოდ ვნაყრდები,
მობრუნების ლოდინში ფენიქსივით ვნაცრდები.
მე ქარივით მარტო ვარ,
ვაწიოკებ ურცხ სულებს ,
მხეცის ძაძით მოსილი მთვარის დემონი ვხდები,
დაანგრიეთ ლოდები, გაექეცით უკუნეთს,
სინდისის ღრმა ხეობის ყმუილს კი ვერ აცდები.
შენ იმდენად შორსა ხარ, მყინვარს ლტოლვით ვუცქერი,
ნისლისფერი თავშალი შენი სული მგონია,
ოხ, უმანკო, სათუთი ფარსი ყოფის მფარველი,
დედამიწის მანტია, შენი ფრთები ქველია.
უადგილო კითხვებით დაცემული სიკვდილი,
ქაოსივით ლაჩარი აბსტრაქტული ცხოვრება,
მე უნიჭო მხატვარი, მსხვერპლშეწირვის წადილი,
გაცემული თვალების საზღაური დროება.
შენ იმდენად ახლოს ხარ, ღმერთებიც კი გდევნიან,
გულის ფეთქვას წყვდიადში აისივით მოველი,
ჰორიზონტზე ღრუბლები მზის სხივებთან წვებიან,
და შფოთავენ ლოდინით დაღალული ბროლები.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი