პოეტის ძილისპირული


პოეტის ძილისპირული 

შენ ახლა გძინავს, მე კი ლექსებს გახურებ მხრებზე,
მგოსნურად ვლოცულობ, სარკმელს ვუმზერ სიმწიფეს ელის,
ვფიქრობ სიზმრებზე მთვარეულს, რომ წიგნაკში მხვდება, 
წიგნაკში სადაც პოეზია ღმერთს ჯვარიდან ხსნის და გულში იკრავს.
იცი, პოეტი დილისსისხამს, სიცოცხლით კვდება,
და კათარზისი ვნებებისგან ნათლობას მოჰგავს,
სულის მელნით და პანდორაში ჩარაზულ ღმერთით,
რამე თუ ღმერთი იმედია მუდამ, რომ ვხერგავთ,
შენ ახლა გძინავს უშფოთველი ხილვებით ტკბები,
მე კი ნაშალი ჩემი სული მივყიდე ეშმას,
მოტყუვდა  პოეტს ვერ გამოთლის საცდურად მრევლის,
არც ძვირად ფასობს, თავშესაფრის ჭიშკართან ლპება,
და გამუდმებით თავის შექმნილ კალაპოტს ანგრევს,
შენ ახლა გძინავს და სიმშვიდის ლანდებს მომიქსევ,
და მთვარის მზერა მომნუსხველი სიფხიზლით მწამლავს,
მელნის ქვეშევრდომს არ მასვენებს ღელვა და ფიცხი ხასიათის ანფასში მსხვრევა.
ღმერთი, სამშობლო ეს სიწმინდე შენს ნაკვთებში კრთის,
ქარის წისქვილებს შევუბერავ სულს მიწა დუღდეს,
ვისთვის კალამი სკიპტრა არის, მე შანდლად ვხედავ,
უქრობელ სხვებს ზიარებით ხალხი ღმერთს სწვდება
სულის სიშიშვლით, სიყვარულით მყეფარ სინდისით,
მოდიან პორტალს გასცდებიან ცა ლურჯი ხდება,
და გრძნობენ სურნელს ღმერთის პეშვით დაქცეულ ცრემლის,
ღვთისმშობლის წმინდა სიხარული აქ, რომ იფრქვევა,
შენ ახლა გძინავს გაზაფხულო, მომავლის სიო,
და შენი ფრთების ბრწყინვალება მზის არფას იხმობს,
ზეცას ლაჟვარდი ეპარება, ცა სტიქარს იცმევს,
ღმერთი მოდის, რომ სინათლესთან ჯვარი დამწეროს...

ს.ბ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი