ხედავ იმ ხიდს საბრჯენები მონგრევია


ხედავ იმ ხიდს საბრჯენები მონგრევია ,
ზედაპირი დაუფარავს წყალს ამღვრეულს ,
ეს კლდეებიც უძრავად რომ აქ იცდიან ,
რომ ეძებენ ჩასაჭიდს და საყრდენს ახლოს .
ჩვენც ასე ვართ იმედების მოლოდინში ,
წყალზე ხიდი ტივტივებს და იძირება,
გული მძიმედ შეფარულა მსუსხავ ჩრდილში,
მწვავე სიომ დაქანცა და იყინება.
მზემ კი ტრფობა მოახვია ველებს დილით,
ღამის ხიზანს ღიმილისგან ეტირება,
მონატრება შეჰპარვია ლაჟვარდს სიმწრის
მზის და მთვარის ანარეკლი გაგვექცევა.
ვით ბურუსში ჩაყლაპული ათინათი,
ერთ სინდისში მოგიზგიზე ტოლთა სევდა,
ვით სიკვდილი სიყვარულით მოტირალი,
ვით სიშმაგეს  ალბატროსად ღმერთი ხვდება.
ხედავ იმ ხიდს საბრჯენები მონგრევია ,
ვუმზერ ჟინით და შენ ნაკვთებს ცხადად ვხედავ,
დუმხარ, მე კი უნუგეშო ნგრევას გამჩნევ,
გესმის ?! ხევში მყვირალ ჩემ სულს ეხეთქება.

2016
ს.ბ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი