ჩემთან მოხვედი და მხეცის სურნელება გამიქარწყლე,


ჩემთან მოხვედი და მხეცის სურნელება გამიქარწყლე,
დილა გადმომირგე, სული გამიყავი უთვისტომოს,
ღმერთის გადარჩენის შენი თვალებივით რომ ვიწამე,
მერე წახვედი და წყვდიადს მიმაშვილე უსიცოცხლოს.

ღამე ტირანივით ღიმილს ისრუტავს და სახეს გამიშარჟებს,
შენი სათნოება ხევებს ჩაუხშიათ ამბოხივით,
მღვირედ ვიყეფები, ზეცა უმადურსაც დამიძახებს,
სევდას გადავკრავ და ბაგეს ავილესავ ილუზიით,

ისე წახვედი, რომ მზესთან მისალმება არ მასწავლე,
თითქოს უგულობის ჩადრი ჩამომხსენი, დამინამე,
სუნთქვა მომაპკურე , მერე უძრაობას გავეწამე.
სად ხარ ვყვირივარ და ქარაფს ტირიფებმა დაგინახეს,

შენი მონატრებით სარკმელს მივეჯაჭვე ასკილივით,
ლტოლვა უცოდველი მოკრძალების ლექსშიც დამატყვევებს,
ახლა ღამეს ვუსმენ, ფეთქავს დაობლებულ იმედებით,
შენ არ დაბრუნდები, მე კი ღმერთის ძებნას მაინც გავაგრძელებ...

ს,ბ
31/01/2019
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი