ერთი შეხედვით მკაცრია,ცივი და შფოთიანი,მაგრამ ..


ერთი შეხედვით მკაცრია,ცივი და შფოთიანი,მაგრამ აბა ნაკვთების თვალწარმტაც მოხაზულობას გაუსწორეთ მზერა.თითქოს საპირისპიროდ მეტყველს ხდის მას აღნაგობის სწორხაზოვნება.შეეცადეთ ობიექტი ღრმად შეისწავლოთ,იქნებ მის შინაგან რაობას შეეჩეხოთ.თუმცა უშედეგოა თქვენი მცდელობა.რატომ? ღვთაებრივი ამოუხსნელი და შეუცნობელია.უჩვეულოდ შესისხლხორცებულია მასში ყველა და ყველაფერი.შეუძლებელია მისი ათვისება.ბობოქარი განწყობით გამოირჩევა.ქვეყნიერებისაგან განცალკევებულად მოარსებე სულიერია,რომელიც ზებუნებრივად,ზღაპრულად მიუყვება ცხოვრების ჩახლართულ ბილიკებს.ჩახლართულობა მას და ცხოვრებას ერთმანეთის იდენტურს ხდის.შესაბამისად პროცესი პაექრობისა საინტერესოდ მრავალფეროვანია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი