გარდაცვალება


აუტანელი ტკივილი გულ-მკერდის არეში,
გამაყრუებელი კივილი უაზროდ, ჰაერში.
ყურში გვემა-მოთქმა ჩამესმის ქალების,
უკვე მიიყუჩეს,მოვცილდი წვალებით.
თითქოს დავფარფატებ,ვერ ვხვდები რას ვშვები,
სრული იდილია შეიქმნა წამებში,
სულის წამოწყებულ თამაშში გავები
და ბედნიერებას ჩავხედე თვალებში.
უცებ შემაძრწუნეს ქვითინმა ლანდების,
ჩემი აღზევება სრულდება დაცემით,
უკვე მეშინია უცნაურ ქარცეცხლის,
რომელიც მიქადის მოსპობას დაფერფვლით.
შავ ძაძით მოსილნი მიხმობენ ცრემლებით,
ზეციდან ნელ-ნელა,მსუბუქად დავეშვი,
მათი ტკივილი მასუსტებს,ვერ ვშველი,
ჩემი სიტყვები კი საერთოდ არ ესმით!
მე ხომ თქვენთანა ვარ გეხებით,გეხვევით,
იქნებ შემომხედოთ,რატომ არ მნებდებით?!
თვალი გამისწორეთ,აქა ვარ ვერ ხვდებით?
სითბო მაგრძნობინეთ,მეფერეთ ხელებით.
ეს კუბო ვისია,რატომ არ ეშვებით?!
მას მისჩერებიხართ,მე სწრაფად მელევით!
ნუთუ ეს,არ მჯერა,ეს მე ვარ?!ვშტერდები?!
ასე რამ გამყინა,რატომ ვეღარ ვდგები.
ვგრძნობ მაღლა მივიწევ,სივრცე მესახება,
ცრემლებით მაცილებს ყველა,ყველაფერი,
მე ცოცხალი ვარ!ვყვირი,მეღიმება,
არავის არ ესმის ჩემი შეძახილი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი