გონება ქაოსმა მოიცვა ..


გონება ქაოსმა მოიცვა,
აზრებმა დაწყობა შეწყვიტეს.
ტვინს მეტი ნაოჭი გაუქრა,
ფიქრები ვერაფერს შველიდნენ.
გარემოს ელფერი მოსცილდა,
იებმა დაჭკნობა მოასწრეს.
ცისკარი საღამოს აღსრულდა,
მწუხრი კი განთიადს იახლეს.
ცრემლების დინებას გაყოლილთ,
ჩამქრალი თვალები დასჩემდათ.
ბედნიერების მდევართა,
ჩახერგილი გზა გაერთხათ.
სისხლით იკლავდნენ წყურვილსა,
ხორცით იფრთხობდნენ მადასა,
ბილწი ქმედებით გახრწნილი,
სული მარწუხებს მალავდა.
უწესრიგობა სუფევდა,
სამყარო უფსკრულს უტევდა,
უთანასწორო ბრძოლაში,
ორივე მაგრად ურევდა !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი