საწყისის საბოლოო დასასრულია


მაღლა აიხედე,ცის კაბადონზე.
იქ ვარსკვლავების წყება შეგხვდება.
ყველას ჩაუღრმავდი,თვალი გაუსწორე.
ცადე,რომ ისმინო მათი ვედრება.
აი,ის ვარსკვლავი,ლაღად მოკიაფე.
შენ,რომ შემოგცქერის,სულში გიძვრება.
შენი ბაბუკოა,სულ,რომ გიხაროდა
მასთან თამაში და ტკბილად სიმღერა.
როცა უკუნეთი ღამე ისადგურებს,
მაშინ მოუნდება შენთან შეხვედრა.
უცებ მონატრების ჟინი მოაწვება,
კაშკაშს მოუხმობს და მასთან თენდება.
ამ დროს კარგად გხედავს,მუდამ ღიმილიანს,
როგორ გეჩვრიტება ლოყა ფერიავ.
მიდი,იგალობე,ბულბულს გაუტოლდი,
ცის კაბადონზე კვლავაც გელიან.
უცებ გაისმის ნაზი ჰანგები,
ანგელოზს,რომ ჰგავს,მისგან ნამღერი.
ისევ ისე სწყდება ბაგეს ფრაზები,
როგორც გისოსებს ოინბაზები.
ბედნიერების ელფერი თარეშობს,
სული მფარველობს სხეულის გალავნებს.
სანახაობა შემდეგში მდგომარეობს,
სიცოცხლე სწყურიათ ახლა ვარსკვლავებს.
საწყისის საბოლოო დასასრულია,
ის ნეტარება უკვე ჩაღშულია,
მამის თვალები განაბულია,
წყვილის თითები ჩახლართულია.
ცრემლის ნიაღვარი ზღურბლს ალბათ გასცდება,
ნუთუ მოსაუბრე კვლავ ამეტყველდება,
ნეტავ იმ დუმილის მიღმა რა ხდება,
არა,ყველაფერი ასე არ მთავრდება.
მამიკო!პატარას უეცრად აღმოხდა.
მტევნების თრთოლვა,რომ შეიგრძნო,გაოცდა.
მამის ხმა საოცრად,საოცრად დაბოხდა,
ის ბოლო სიტყვების წარმოთქმას ლამობდა.
იცი?!იქ ზეცაში გაფრენა მომიწევს,
ცის თაღზე ვიქნებით სულ მე და ბაბუკო.
ნუ გაგვიბრაზდები,მისია გვიბოძეს.
გპირდები,შევძლებთ,რომ სულ შენზე ვილოცოთ.
გემშვიდობები ჩემო ფერიავ,
გახსოვდეს საწყენი აქ არაფერია,
ეს საიდუმლო მხოლოდ ჩვენია,
მოგენატრები?ღამე გრძელია.
წონასწორობა სხეულის დაირღვა,
იქვე სისხლისფერი თვალები დამძიმდა,
ხელი მოწყვეტით სადღაც,რომ გაიქცა,
მამის სახეზე ღიმილი გაირთხა.
საწყისის საბოლოო დასასრულია,
ის ნეტარება უკვე ჩაღშულია,
გოგონას თვალები განაბულია,
ნატიფი თითები ცად აღმართულია.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი