ოცნება


რაღაც უაზრო ფიქრმა გამიტაცა.
შორს წამიყვანა უსასრულობაში.
თითქოს ეს იყო ადგილსამყოფელი,
რაზეც ვოცნებობდი მე ჩემს ცხოვრებაში.
ეს იყო ედემი,ნამდვილი სამოთხე,
გაშლილ მინდვრებით გალაღებული.
მე შევყურებდი ლამაზ გვირილებს,
იმ ცხოვრებაში გამართლებული.
სიო დაჰქროდა,საამო სიო,
ტკბილ სურნელებით გაჯერებული.
სუნთქვა მინდოდა,მსურდა შემეგრძნო
ის ნეტარება გამეფებული.
თითქოს ცხოვრებას მიეცა აზრი,
აქ ყოფნით გულმა კვლავ იწყო ფეთქვა,
სული დამშვიდდა და განიწმინდა,
ეს იყო მართლაც,რომ აღმაფრენა.
ვერ ვიაზრებდი სად ვიყავ,რატომ.
კითხვებს ვსვამდი და თან ვივიწყებდი,
მას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი,
ამით ცხოვრებას ვიხალისებდი.
წასვლა არ მსურდა,მონუსხულივით
კვლავ შევყურებდი საოცარ სივრცეს,
მე ამ სივრცეში თავისუფლებას
ვეძებდი მხოლოდ და არა სიტყვებს.
ვიპოვე იგი?გაინტერესებთ?
ალბათ ამ კითხვას დამისვამთ ყველა.
დიახ,ვიპოვე,მე რასაც ვთვლიდი
თავისუფლებად,ის ვნახე წეღან.
აქ ჩემმა სულმა ზეიმი იწყო
და დაისვენა გონებამ თითქოს,
ვეღარ ვხედავდი მაცდურ სახეებს,
სულ ჭეშმარიტნი,რომ იყვნენ ვითომ.
აქ არ მსწყუროდა შურისძიება,
არც ბოროტება სჭარბობდა ჩემში.
მე იქ ვხედავდი თავისუფლებას,
სადაც სიძულვილს სიკეთე შეცვლის.
სიმშვიდემ მართლაც მომაჯადოვა
და მარტოობას მე დავემონე,
მაგრამ უეცრად გამოვერკვიე
და დავუბრუნდი რეალურ მორევს.
ოცნება იყო,მხოლოდ ოცნება,
ნაკარნახევი,გულის ძახილი,
მაგრამ ეს იყო რაღაც საოცრება
ულამაზესი,როგორც შატილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი