ღამის წყვდიადი სრულიად მშთანთქავს,ვგრძნობ ..


ღამის წყვდიადი სრულიად მშთანთქავს,ვგრძნობ ვიღვენთები მბჟუტავ სანთლიდან,რაფას შერჩენილ წრე-ხაზებს ვკაფავ დაუსრულებელ მავთულხლართიდან.მოვწყდები კენტად მეუდაბნოე,ვისრუტავ ერთსაც,ორსაც და სამსაც...გარდავიქმნები მე,მუდამ მდორე,ღამის წყვდიადი სრულიად მშთანთქავს. ხის მასალასთან შერწყმულ ნაპრალებს ბასრი მეტალი ააელვარებს,გამოუჩნდება მათ ტანს ბზარები,ნამცეც-ნამცეცად შესაკრავები,გამოაქანებს სითხეს მზვერავი,მიხვედრილი და ავი,ვერაგი,შემოუძახებს ჭირის ,,ტალკვესებს",თითქოს არასდროს,ისე ახელებს.ბოლოს ისვრიან ჩამქრალ ურნაში,უსიცოცხლოდ რომ უმზერს სამყაროს,ისევ მიიწევს ათინათისკენ,ისევ სწყურია მკლავი დაღალოს.შეთავისების მცოდნე უბადლოდ კვლავაც ახერხებს გაცისკროვნებას,ჭუჭყით გატენილ ყუთსაც უნდა,რომ აღადგენინოს თავისუფლება. ,,ბოლო წამიც კი ნაყოფიერად ჩაამთავრაო"-ასე იტყვიან, ,,სარგებლის ქმნას ხომ შეეწირაო,ამას რა სჯობსო",ქებაც იციან.ჩუმი ქვითინით ტოვებს არაფერს და ყველაფრისკენ ნავარდს განაგრძობს,თურმე რამდენი გააცამტვერა,გაანიავა წყეულმა დრომ.დრო შემოასხამს მიწას საფარველს და შემოძარცვაც ჰობია დროსი,ნუ დავიჩემებთ ჩვენ ბატონობას,დრო მმართველია მმართველთა შორის.ღამის წყვდიადი სრულიად შთანმთქავს,მეცოტავება აქ ატმოსფერო,ვარღვევ კარიბჭეს მაგარზე მაგარს,გარდასახული იქ აქად ღრეობს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი