სტუდენტი

ვიწამე გრძნობისა


„...ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან...!“ შოთა რუსთაველი ამ მწვანე ბალდახინს ვერა გზით შორდება, უეკლოდ მოკრეფილ ვარდების ოცნება. ვიწამე გრძნობისა და მაინც გარდავედ. სიცხადით დავტოვე სათქმელი ლოცვებად. მფარველო სულისა,მხოლო შენ არ მტოვებ, მარტო შენ მიახლებ ნატკენზე სანახებს, და გულიც ოცდება ნაკუწად ბალახის, როდესაც ვერ ვხედავ ვარდიან ოცნებას. მქარგველო სულისა ო, რა რიგ მახარებ. ახარებ უდაბურ და უწყლო სავანეს. მორჩება ცრემლებიც და რაღაც სხვაგვარი, სტიქიურ დინებით მოაშთობ სამანებს. ამწვანებს მაისი ბარდებით დაფარულ, ეკლიან გვირგვინით ნამტირალ ოცნებას. უწყლობით დაგვალულ სიცხადის დაისი, მფარველის ერთგული ნუგეშით ოცდება. ამ მწვანე ბალდახინს ვერა გზით შორდება, უეკლოდ მოკრეფილ ვარდების ოცნება. ვიწამე გრძნობისა და მაინც გარდავედ. სიცხადით დავტოვე სათქმელი ლოცვებად.