რას ვეტყვი მე ჩემს სამშობლოს

ალბათ ძალიან რთულია  რომელიმე ადამიანმა ისეთი რამ უთხრას სამშობლოს,რაც ახალი იქნება ქვეყნისთვის,თუმცა შეუძლებელი არაფერია და ვფიქრობ, ამის ყველაზე კარგი ალტერნატივა- საკუთარი თავიდან გამოსვლა და რეალობის სწორად აღქმაა. ადამიანმა,რომ ამ იდეალურ მდგომარეობას მიაღწიოს, ჯერ საკუთარ თავში არსებული მრწამსი უნდა გააღმერთოს და  პერსონალურ შესაძლებლობებში დარწმუნდეს,თუმცა რელიგიისა და ადამიანის ცნობიერების ურთიერთკავშირი, იმდენად გაცვეთილ სასაუბრო თემად იქცა,რომ რთულია ამ კუთხით ადამიანები პატრიოტიზმისკენ მოვატრიალოთ,რადგან დღესდღეობით მესიაზე ყველაზე ხშირად, ჩემი აზრით, მედროვეთა მთელი დასი და ცხოვრებაში მე დაკარგული ბრბო საუბრობს.

      ჩემს ქვეყანაში,უმეტესწილად, დაკარგულ ტერიტორიებს მისტირიან,ისეთი მამულიშვილები,სუფრაზე, საქართველო-,,როსკიპი ქალივით’’  რომ ახსენდებათ, უკვე შემთვრალებს,თუმცა საბედნიეროდ გვყავს მომავალი თაობა,რომელთა უმეტესობას მართლა სტკივა ქვეყანა და საკუთარი ძალებით ზრუნავს საქართველოს კეთილდღეობაზე, ეს ტენდეცია ახალგაზრდებში ყველაზე ნათლად 13 ივნისის ტრაგედიით აისახა. 

       ჩვენს ქვეყანაში, ყველა ჯგუფურ მუშაობასაა შეჩვეული და უმრავლესობას რეალურად, პირადად არაფრის გაკეთება არ სურთ,მხოლოდ დიდ საქმეებს ეჭიდებიან,არადა პატარა ნიჩბით ბევრი რამ გაკეთდება და  შესაძლოა ცოტ-ცოტაობიდან დიდი საქმე გამოვიდეს.
ასე და ამგვარად, სამშობლო  ადამიანებისა და მათი ერთობლივი მიზნების მიღმა რჩება,როგორც ილია მართალი ამბობს  ,,წარსული — მკვიდრი საძირკველია აწმყოსი, როგორც აწმყო-მომავლისა’’ და მისთ ფონზე არ შეიძლება საზოგადოებამ დაივიწყოს საუთარი ქვეყნის ისტორია,თუ არ სურს ერის პირქვე დამხობა, გათახსირება და გაწყალება.

      დღესდღეობით ბევრი საშუალებაა,შენი ან სხვა ქვეყნის ისტორიის გასაცნობად,თუმცა მე პირადად ყველაზე კარგ საშუალებად წიგნს მივიჩნევ, ვინაიდან ადამიანი ისტორიასთან ერთად ლიტერატურასაც ეცნობა,რაც  სულიერ ზრდას უწყობს ხელს. კითხვის სიყვარული საქართველოში უფროს თაობას უფრო ახასიათებს,ვიდრე ჩემს თაობას. ეს არ არის, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს პრობლემა,ეს მსოფლიო პრობლემაა.
დღეს ყველას ცხოვრებაშია შემოჭრილი სოციალური ქსელი,რაც დიდი დოზით ამარტივებს ცხოვრებას,მოზარდების დიდი ნაწილი ძლიერაა მიჯაჭვული მას,რის გამოც წიგნმა თაროზე გადაინაცვლა და ინტერნეტის საშუალებით ვეცნობით ბევრ ინფორმაციას,შესაძლებელია ასევე ელექტრონული წიგნების კითვაც,თუმცა, ვფიქრობ, სოციალური ქსელი მოზარდს წიგნის სიყვარულს უკარგავს,ამიტომ არაფერი სჯობს წიგნის სურნელს,მათთან შეხებას. ვიმეგობროთ წიგნებთან,ისინი ყველაზე საიმედო მოგობრები არიან.  

ავტორი:  შ.ბერიანიძე