რაში გვჭირდება ომი?!


ჩვენთვის, ომი და მშვიდობა-სიცოცხლის, ანუ ცხოვრების მთავარი პანაცეაა. მოდით, სანამ ომზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვა მშვიდობაზეც ვთქვათ. მშვიდობა ეს, ხომ ჰარმონიაა, რაც უმეტესწილად სანატრელია ადამიანთათვის. რაც მეტი დრო გადის, მეტ გამოცდილებას ვიღებთ და იმასაც, დღითიდღე, ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელოვანია მშვიდობა, მაგრამ რაში გვჭირდება ომი?!

ალბათ ყველას გაგიგონიათ გამოთქმა: ,,ომი,რომ არა, მშვიდობას ფასი არ ექნებოდაო’’. ბევრს სიტყვა ომი, ნეგატიურ ემოციებსა და მოგონებებს აღუძრავს, ზოგისთვის კი, ის მიღებული და კარგად გათვითცობიერებული მოვლენაა. ომი, არ არის მარტო ადამიანებს შორის დაპირისპირება, ის ყველგანაა, თუნდაც თქვენი ორგანიზმი ავიღოთ, იმუნური სისტემა, მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში განუწყვეტლივ ბრძოლაშია.

ბუნებაც ხომ ბრძოლის ველია, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ჩვენც როგორ გვიყვარს ამ ბრძოლის ველის ყურება, როგორ გვაოცებს და გვაინტერესებს. ბუნებაში ძლიერი ჭამს სუსტს და ამ ცხოვრების პირამიდის მწვერვალზე ჩვენ ვდგავართ. ადამიანის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებასთან ერთად, გაჩნდა ახალი სამყარო, თავისი ომებით, რომელიც ადამიანის თავში მოთავსდა. ეს, ახალი თაობის დაპირისპირებაა, რომელიც უძლიერესია და ამ ომებშია ჩვენი მოტივები, ანუ ბრძოლა ეშმაკთან, ან ბრძოლა ემოციებთან (ძირითადად შიშთან) და საკუთარ თავთან. ამას მივყავართ სტრესამდე, უიმედობამდე, ცხოვრების ხალისის დაკარგვამდე და ზოგჯერ ფატალურ დასასრულამდეც.

ცხოვრებისეულ ომებს შორის, ყველაზე ჩახლართული და უაზრო ომი გახლავთ, ადამიანურ მოდგმათა შორის დაპირისპირება, რადგან იგი მოიცავს ყველასა და ყველაფერს, მას არ აქვს საზღვრები და აკრძალვა, იგი მოიცავს წარმოუდგენელ მასშტაბებს. ,,ტოტალური  ბრძოლა წესების გარეშე’’ რომელშიც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც ადამიანია. უფრო ნათლად,რომ ვთქვათ: ,,ომი არის სრული უაზრობა’’ - ეს კი, გენიალურად ასახა პიკასომ.
 
დიმიტრი უზნაძის ომის ფილოსოფია

დიმიტრი უზნაძე, თავის ნაშრომში ,,ომის ფილოსოფია’’ სიკვდილს განიხილავს, როგორც ბოროტებას. იგი იხსენებს ნახატს, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ნახატზე გამოსახული იყო,ახალგაზრდა ქალი, რომელიც ტბის გაყინულ ზედაპირზე მისრიალებდა. ქალს თან სდევდა მისი ჩრდილი. მხატვარმა ჩრდილს სიკვდილის ჩონჩხის სახე მისცა, რომელიც ცდილობდა ქალის დაუფლებას, რაღა სამუდამოდ ჩაექრო მისი სიცოცხლის მაჯისცემა. ქალმა იგრძნო უხილავი თანამგზავრის განზრახვა და ცდილობდა მისგან თავის დაღწევას, ომი გაჩაღდა. იგი მისრიალებდა ყინულის ზედაპირზე და თანდათან უახლოვდებოდა უფსკრულს. ახალგაზრდა ქალი განზე იხრება, იცვლის მიმართულებას და განაგრძობს გზას. დიმიტრი უზნაძის თქმით, ქალის ყოველი ქმედება სიკვდილისადმი შიშის გრძნობით არის ნაკარნახევი. ფილოსოფოსის აზრით, ადამიანი დაბადებიდანვე ცდილობს, რომ სიკვდილის ცელის მსხვერპლი არ გახდეს. ავტორი თვლის, რომ სწორედ სიკვდილისადმი შიშია ჩვენი ცხოვრების მმართველი პრინციპი. მისი აზრით: ,,სიკვდილის შიში მუდმივი და აუცილებელი ფაქტია ადამიანის ცხოვრებაში’’. უზნაძეს მიაჩნია, რომ ყოველი ჩვენგანი გამსჭვალულია ამ შიშით, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება უაზროდ ებრძვიან სიკვდილს. ეს ბრძოლა კი ყოველთვის სიკვდილის გამარჯვებით სრულდება. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები ისევე იმსჭვალებიან მისდამი შიშით, როგორც ყველა მოკვდავი. 

ამის დასტურად ავტორს მოჰყავს შოპენჰაუერის მაგალითი: ,,გაიხსენეთ შოპენჰაურეი! ვინ იყო მასზე უფრო ბრწყინვალე პესიმიზმის მოციქული?!,მაგრამ ძნელია იპოვო ისეთი ადამიანი,რომელიც მასზე უფრო გაურბოდა სიკვდილს’’.
მიმაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლე,მხოლოდ საშუალებაა, რომლის მეოხებითაც ხორციელდება, ის უმაღლესი დანიშნულება, ადამიანის არსებობას სარჩულად, რომ უდევს.’’ 

დიმიტრი უზნაძეს, მოჰყავს რუსი ფილოსოფოსის, ვლადიმერ სოლოვიოვის შეხედულება ომის შესახებ. რუსი ფილოსოფოსის აზრით, ომი გაერთიანების მიზანს ემსახურება. უზნაძის აზრით, მხოლოდ მოგერიებით ომს შეუძლია წარმოშვას ისეთი დიდებული პიროვნებები, როგორიც იყო მაგ. ჟანა დარკი. მაგრამ, როცა ომი შეტევითი ხასიათისაა, მაშინ გმირობა და თავგანწირვა სანთლით საძებარი ხდება.
 
ვლადიმერ სოლოვიოვის ომის ფილოსოფია

ისე, როგორც ჩვენ, რუსეთის ცნობილ ფილოსოფოსი ვლ.სოლოვიოვიც ფიქრობს, რომ ადამიანის დანიშნულება სუბიექტურ განწყობილებაში ან ბედნიერებაში კი არ მარხია, არამედ იგი აუცილებლად ობიექტური ხასიათისაა. მაგრამ როგორ ესმის სოლოვიოვს ეს ობიექტური აზრი ჩვენი არსებობისა? ემპირიული მსოფლიოს დამახასიათებელი თვისება, ამ ფილოსოფიის აზრით, აღვირახსნილი ეგოიზმის ბატონობაა; აქ ჩვენ მუდამ დაქსაქსულობასთან, მუდამ შურთან და მტრობასთან გვაქვს საქმე, სადაც უკლებლივ გამეფებულა დაუსრულებელი ომი, ყველაზე ყველას წინააღმდეგ.

ომი, ადამიანის ცხოვრებაში დიდმნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ სოლოვიოვის აზრით, ისიც ამ ცხოვრების აზრის (გაერთიანების) განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს. იგი ცდილობს ისტორიულადაც დაასაბუთოს ეს დებულება და მიუთითებს მრავალ ომს, რომელნიც მათგან გაერთიანების მიზანს ემსახურებოდა.

ყველამ იცის, რომ ყოველგვარი ომი ჩვენში ერთნაირ სულიერ აღფრთოვაებას არ იწვევს. არის ომი, რომელიც მთელი ერის საკვირველი გატაცების, გმირობისა და თავგანწირვის წყაროდ იქცევა და არის ომი, რომელიც თითქმის არავითარ თანაგრძნობას არ ბადებს,იმ ერის შვილთა შორისაც კი, რომელიც თვითონ არის, ამ ომის გამომწვევი მიზეზი.
 
ომის პრობლემა

ახლა გადავხედოთ ომის პრობლემას. ყოველი ცალკე ადამიანის სიცოცხლე,კერძო შედეგისათვის უმაღლესი ღირებულებაა. ამიტომ სიკვდილი, როგორც ამ სიცოცხლის ჯაჭვის დასრულება, უკანასკნელი რგოლი, ყველაზე უფრო შემბორკველი შიშის წყაროდ გვევლინება. ხოლო ომის დროს, თითქოს ფესვიანად ვიცვლებით. თითქოს სამუდამოდ ქრება ჩვენს არსებობაში დამარხული ბუნებრივი შიში სიკვდილის ბასრი ცელის წინაშე, თითქოს მიმზიდველი და მეგობრული სული ისადგურებს სიკვდილის ჩონჩხის ცივ ძვლებში. თითქოს მისი სულის შემხუთველი ხელის მოჭერა გულითადი და სანატრელი მეგობრის სალამივით ათბობს ჩვენს მოპირდაპირეთა მუსრის გავლების შესახებ, მუდამ დაუსრულებელ სიხარულსა და აღტაცებას იწვევს ჩვენს არსებაში.

ერთი სიტყვით,გამოდის,რომ ომი ცხოვრების დანიშნულებით არის ხოლმე გამოწვეული, რომ იგი მას ემსახურება და ამიტომ იგი აუცილებელიც არის და სასურველიც. მაგრამ არის კი ასე? ამ საკითხის გადაჭრა, არც ისე გაგვიჭირდება, თუ ჩვენ ერთხელ არჩეულ გზას არ გადავცილდებით და ერთხელ შემუშავებულ თვალსაზრისს, არ ვუღალატებთ. ასეთია ეროვნული სული.
 
წმ.მამები ომის შესახებ

ომი - უდიდესი უბედურებაა; მასში თითქოსდა ხორცშესხმულია ცოდვის ის სატანური ენერგია, რომელსაც კაცობრიობა აგროვებს. ომში მრავალ სისასტიკეს ჩადიან, ბრძოლის ველზე მტერს კლავენ, მაგრამ თვითონაც იღუპებიან, აქ კი მკვლელი დაუცველ ჩვილს კლავს და საპასუხო ქმედებისგან დაზღვეულია. ბრძოლის ველზე მეომარი მტერს ებრძვის, ხოლო საკუთარ შვილთა მკვლელი მშობლები ყაჩაღებსა და ავაზაკებზე გაცილებით უარესად იქცევიან. ყოველ შემთხვევაში ყაჩაღიცა და ავაზაკიც რისკავს თუნდაც კანონის წინაშე, აქ კი კანონი დუმს. აქ მკვლელი წინდაწინ გამართლებულია ჩვენი ქვეყნის კანონების მიერ. იმ ქვეყნის კანონების მიერ, რომელიც თუმცა სიცოცხლეზე უფლების დეკლარირებას ახდენს, მაგრამ სრულებითაც არ იცავს ამ უფლებას. მკვლელი გამართლებულია საკუთარი წამხდარი სინდისითა თანამედროვე ლიბერალური საზოგადოების აზრით და ფაქტიურად, ჩვენი საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს მკვლელებს, რადგან ამ დანაშაულის მიმართ არანაირ პროტესტს არ გამოხატავს.

ყოველგვარი გარეგნული უთანხმოება, განხეთქილება და ომები შინაგანიდან მოდის - ადამიანის სულიერი გაორებისაგან, ღმერთსა და საკუთარ თავთან მისი შინაგანი უთანხმოების გამო, რადგან იგი ღმერთს და საკუთარ თავს შინაგანად უპირისპირდება.
                                                                                                 
ქრისტიანობა ნათელია, ომი სიბნელე. ქრისტიანობა ომს ვერასოდეს შეეგუება. ჩვენი დროისთვის დამახასიათებელია, როგორც ომის საშიშროება, ისე ომის საწინააღმდეგო ერთობლივი მოქმედება, რომელშიც რელიგიური წრეებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ. და ეს გასაგებია, რადგან მშვიდობისაკენ სწრაფვა და მისთვის ბრძოლა ყოველი ქრისტიანის წმინდა მოვალეობაა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი