შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze - ფოტო

შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze

კოლუმნისტი / პოეტი / Columnist / Poet

0 154

აზრთა სიმძიმე


ვერ უძლებს ყინვას მზის კალიოპე,
გავჭანგბასრდი და გაფშვნიტდნენ ტყენიც,
ხანდახან ლექსით თუ წავიომებ,
სხვის კითარაზე, საჩემო წყენით.

ვიუკადრისე ყველა სიმდიდრე,
ვკალი მოირას ერინიები
და ცისფერ ნატვრას სანამ გავჭრიდე,
ცარვალს აედად გავერინდები.

ვერ დავიბრუნებ, რაც დამიკარგავს,
რაც ვერ გავეცი, რაც წვეთ-წვეთ ვწონე.
თეთრ ანგელოსებს ვუმალავ ჯილავს,
ჯილავს ვმალავ და ბაც პათოსს სძოვენ.

მე დავემონე კიპერიონებს
და ვიძირები აზრთა სიმძიმით –
სულის ჭაობში. – ვინ მომიგონებს,
ვის დავაკლდები აქილევსივით.

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
კომენტარები (0)