მწერალი/შემოქმედი/ჟურნალისტი

"ლენცოფას თასით"


დაისადგურა სიჩუმემ ჩემში. ენამ დაიწყო ძვლების ამოსვლა. ორ ფაზას მიჩენს საღვთო თვალებში - ქანცგადაკრული ბრძოლით დაოსლა: 1. ვეღარ ვეხები საკუთარ სხეულს, გული, საგულეს გონებით თენთავს, შენ ვერ მიპოვი და გადაჩვეულს ვერ შეაბრუნებ საშენოდ ჩემს თავს. 2. ვერ შეაბრუნებ, რადგანაც სულ მე დანესტილი ვარ ლენცოფას თასით, და ბიწიერი შეგრძნებებით მთქმელ სხეულის ენას არ აქვს ანფასი. ქანცგადაკრული ბრძოლით დაოსლა ორ ფაზას მიჩენს საღვთო თვალებში: 1. ენამ დაიწყო ძვლების ამოსვლა. 2. დაისადგურა სიჩუმემ ჩემში. 2017 წელი