პირქუფრი ბორგვა


I

პირქუფრად ვბორგავ ღამისეული
და მეკარგება ჩემი თვალები – 
შენს სინათლეში. და ორთავ სული,
ეგზომ ცხოველნი, ნისლში მოვყარე.
– დღე გაიქუფრა,
– შენ იმსჭვალები.
მე უგრიგალო – პატივმოყვარე –
ღამისეული ვბორგავ პირქუფრად.

II

ჯერ უტირალი ცრემლი დამღარავს,
შენით დაზრობილ ნატვრით მომსკდარი,
მოშავდღევდებულ წლების ჭაღარას,
ზველვით შემაცლი, როგორც რონსარი.
და რამდენ რამის გამხელა გმართებს,
– რამდენი რამის…
ახლა ისველებ წვიმებით კალთებს
და ჩემს სიკვდილად გადიქცე ლამის.

III

ვერ ვსვი წყარონი, დამიმორჩილებს
თავჩამომწყდარი კოჭლი ქარონი, 
თუ გსურს, დამიხსნა, ამ ფრთების ჩრდილებს
ასვი სიამის სულის წყარონი.

IV

კოჭლი ქარონი,
ემსხვერპლა ჩრდილებს.
ახლა წყარონი,
დამიმორჩილებს.

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი