შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze - ფოტო

შალვა ბერიანიძე / Shalva Berianidze

კოლუმნისტი / პოეტი / Columnist / Poet

0 136

მ ე რ ვ ე დ


(დედის სურათზე დაწერილი ლექსი)

-შენ რვიანივით შეუერთდი
საკუთარ თავსა და ბოლოს.

მერვედ მონასიცხარ მირონს,
დედა, ღვთის მდომელი, იფენს.
იფენს და ცა ერთვის ზღვის ფერს.

გული მუხლისჩოქა არის,
თვალებს შენავედრი უხელს.
უხვევს, შვიდჯერ ნახვევ მუხლებს.

გვალვა ვერ დააზრობს დიდრონს
-გულებს, მოდარაჯეთ ქარის.

თანამედროვე ქართული პოეზია ,,მზის არილი", ტომი XII
თბილისი 2017 წელი
კომენტარები (0)