ვუფრთხი ყველას ..


ვუფრთხი ყველას, 
ვისაც კითხვა შესძლებია,
ოღონდ აზრის გამოტანა არ იციან.
ვეძებ სულში, 
გვირილიან-ენძელიანს,
ვეძებ იმათ, 
ლექსს რომ გრძნობენ, განიცდიან.
ჩემი ლოცვა და გალობა ლექსებია,
ლექსით ვშრომობ, 
ლექსით ვიბრძვი. 
(და საერთოდ) 
ამ სამყაროს თუ კი რამე წესები აქვს,
ჩემთვის მხოლოდ 
ამ ლექსებთან აქვთ საერთო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი