0 75

საოცრებას


მინდა ვიყო შენთან,
სიკვდილამდე,
იცი?
მოგეხვიო მინდა,
თუკი დამრთავ ნებას.
მინდა შენთან ერთად, შევეჩვიო სიცილს,
ვიცი...
ყველაფერი კარგად დამთავრდება!
რადგან ეს სამყარო სიყვარულით ცოცხლობს,
მისით დაიწყო და მისით გაგრძელდება.
მოდი,
მომეხვიე,
ასე რატომ მორცხვობ?
რატომ გამიღიმე 
თუ არ მაძლევ ნებას?
რომ შეგიგრძნო უფრო, 
შენი სულით დავთვრე,
მოიწიე ახლოს,
მინდა რაღაც გითხრა...
შენი ყოფნა
ანა,
სიკვდილს ჩემ თავს ართმევს,
ვიცი შენთან ერთად კიდევ გავძლებ დიდხანს.
მოვერევი სიკვდილს და გავატან ქარებს,
შენს თვალებში ნანახ სამყაროში მოვალ...
ახლა ბევრი 
შურით, 
ბოღმით
მითვალთვალებს
და აწუხებთ ალბათ ბედნიერი, რომ ვარ.
მაგრამ
აღარ ვდარდობ,
არაფერი მტკივა,
რადგან ასეთ ყოფას შევეჩვიე ალბათ...
მე ამგვარი ფიქრით, მგონი მათზე წინ ვარ,
დავამთავრე ბრძოლა,
აზრი არ აქვს კამათს.
რადგან ვიცი მათთან დამარცხება მელის,
გავატარო უნდა,
დავიკიდო ყველა!
მხოლოდ შენი ნახვა,
ჩახუტება მშველის,
მე ხომ შენი თვალის, იმ სამყაროს ტყვე ვარ!

09.01.2016
კომენტარები (0)