ხანა-მარტია


არ მგონებია მოცდა ზედმეტი,
მე გელოდები,
ისევ,
წლებია...
მეორე მარტის ოცდათერთმეტის,
წამნიც საათად იწელებიან.

კვლავაც ტაატით გადიან დღენი,
ყველაფერს ვშველი - გარდა იარებს.
კიდევ რამდენ ხანს დაგვიანდები?
იჩქარე,
წლებმა გადამიარეს.

სიცოცხლემ სიკვდილს ხელი გაარტყა,
იმქვეყნად წასვლის გამო იდავეს.
წვიმის წვეთს შენთან წერილს გავატან, 
შეკითხვით, - როდის გამოიდარებს?

არ მიპასუხებ,
ვიცი
ასე რომ,
ისევ გავყვები წასვლამდე ამ წამს.
ჩემში იმდენად დიდი არსებობ,
შენზე დიადი არავინ არ მწამს.

მე თავს ვაჯერებ, (უფრო ვაძალებ)
რომ ვეღარ გნახე კარგია ვითომ.
სხვები ანგელოზს უფრთოდ ბაძავენ,
შენ კი, ღმერთი ხარ, ნამდვილად თვითონ!..

31.03.2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი