გაუფასურდა


გაუფასურდა,
გაუფასურდა
ყველაფერი, რადგან მცირედიც,
აღარ შერჩა ადამიანს, რაც უფალს სურდა.
სანამდე უნდა,
ვიხეტიალოთ ამ დამცირებით?
სანამდე უნდა,
სანამდე უნდა?
დრო ისე გადის,
დრო ისე გავა,
ვერც კი მოვასწრებთ უკან გახედვას!
ეს სიყვარული როდის გვეკავა?
ან, რანაირად ვერ შევნიშნეთ
დრო რომ გვახევდა?!
რა მარტივად
აგვატირა დროის სირბილმა.
როგორ ჩამოვრჩით
და როგორ ავცდით თან მატარებელს!
ჩვენ ახლა ვხვდებით,
რომ სამყაროს მაგრად ვკიდივართ.
უბრალოდ ასე,
ვაგონ-ვაგონ დაგვატარებენ...   

30.03.2016
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი