აქ


სიკვდილს ვუკიდებ ასანთს და
სიცოცხლის წამებს ვაბოლებ.
ღმერთმა თუ ცოტაც მაცადა,
თუ გამომიჩნდა გამგონე,
დავწერ ათასფერ ლექსებს და
შემოვარითმებ ბილიკებს.
ვიპოვი მას, ვინც მეძებდა,
იმას ვინც ასეთს მიმიღებს.
ჩვენ გადავუფრენთ სამყაროს,
ამ ხალხს, ბოროტს და შურიანს.
აქ, სიყვარული არ ხარობს,
აქ, ღიმილს აღარ გჩუქნიან.
1 კომენტარი
.....7 წლის წინ

Simartle gitxra miyvars gancdebze rom saubroben leqshi
ragac nostalgiur..
Shens leqsebshi ki ashkarad igrdznoba..
:) ;) :)

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი