***

ახლა სამყაროს, 
სამწუხაროდ, 
შავი ფონი აქვს.
ზოგს არ ანაღვლებს, 
ზოგიც ზედმეტად 
იწყებს ფორიაქს.

იმის ნაცვლად, რომ
სიყვარული,
სიმშვიდე ვთესოთ.
ბოღმა,
შური და სიძულვილი 
დღეს უკეთესობს.