ბევრი უნდა ვთქვა


ბევრი უნდა ვთქვა, 
მაგრამ არაფერი
ისეთი, 
რასაც ყველა მიხვდება.
გავხარ გვირილებს, 
ველზე გადაფენილს,
წვიმა საკოცნელად შენკენ იხრება.

- ახლოს არ მყავდე? 
დღემდე გავაფრენდი,
ბედზე გააფთრებით.
- შემდეგ?
- არაფერი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი