შენი მოთხრობა.


ნოდარ დუმბაძეს ერთი მოთხრობა აქვს "ბოშები", ვერასდროსს, ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე უცრემლოდ ჩამეკითხა ბოლომდე, არადა უკვე ზეპირად ვიცი, ეს ბოლო აბზაცია "..გულში ისეთი ცეცხლი დაგვიტოვეს დღესაც რომ გიზგიზებსო" აი ამ ფრაზას ვერ დავუძვერი ვერასდროს ზუსტად, ალბათ იმიტომ რომ მთელი ეს ამბავი ისეთი ნაღდია და გულიანი..ამ ნიჭიერმა კაცმა ზუსტად ის თქვა ბოლოს რასაც გრძნობდა,.ცხოვრებას რომ გაგონებს,შენსას,ჩემსას..და არი რაღაცეები რაც მერე საგზლად გყოფნის,ზოგჯერ მთელი ცხოვრება გაგიტანს,. ადამიანური უბრალო,უპრეტენზიო,არსებობით გამოკვეთილი და შეგრძნებული სიყვარულია ეს, ამიტომ მისტირი ზოგჯერ ბავშვობას,ზოგჯერ რაღაც დროს და ხალხს..ვერ ელევი იმ სისუფთავეს და სიმაღლეს სულის თუ გულის და აქ სენტიმენტები არაფერშუაში საერთოდ..უბრალოდ ისე მოგეძალება მისი აუცილებლობა,ისე გჭირდება რომ გინდა ხმამალა იღრიალო ოგონდ რაღაც დრო და რაღაც ეტაპი განმეორდეს,სულ ცოტა ხნით მაინც.ისე მოგისწრებს სულზე ზოგჯერ ეს ისტორიები, გაგატარებს ყველა ეპიზოდს და სიყვარულით გამოგიტენის, ალაგ-ალაგ გამოცარიელებულ გულსს და სულსს! რაღაც მოეშვები ,დამშვიდდები და ხვდები რომ მართლა მშვენიერია ცხოვრება..წარსულს ვერაფერს მოუხერხებ მოგონებების გარდა,მაგრამ, გრძელდება შენი მოთხრობა და...რა იცი კიდე რამდენ ასეთ ამბებს გადაგყაროს სანამ ცოცხალი ხარ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი