ნაირა გობეჯიშვილი


ეძღვნება ნაირა გობეჯიშვილის ხსოვნას!     

  # ემიგრანტი#
რა მოხდებოდა მეც ვყოფილიყავი  ქალი, 
მეც  განმეცადა ოჯახში  ყოფნის  სითბო. 
დავღლილიყავი ჩემი  ქმარ შვილის მოვლით,
ჩემს სამშობლოში  განა ბევრ რამეს ვითხოვ?
ჩემი მშობლების ჩემი ოჯახის ირგვლივ
შიმშილს და ტკივილს მეც ავიტანდი ალბათ,
უცხო მხარეში უცხო ჭერსა და  ფუძე,
ვერ შეუთავსე ჩემი  შვილების ნატვრა.
მენატრებოდა  ჩემი  შვილების  სუნთქვა, 
და ჩემი  დედის მუდამ  მზრუნველი  ხელი, 
დღე იწყებოდა  ჩემი  შვილების  ფიქრით,
და  გადიოდა ცრემლით და დარდით  წლები. 
ახალგაზრდობის წლები  წაიღო  დარდმა, 
გაქრა და  მთებში გადაინაცვლა  სევდამ. 
წლები  წლებს მიჰყვა თითქოს დღეები კვირას,
და  დამივიწყა თითქოს  მე ჩემმა ბედმა. 
ოცი  წელია  სხვა  სამშობლოში გზირი, 
ჩემი  სამშობლოს ჩემი  ოჯახის ნატრულს. 
უცებ  ჩამოჰკრა  ბედის  ბორბალის ზარმა. 
სიცოცხლის  გზები  მეც  შემიჩერდა ბედკრულს.
არავინ  იყო  ჩემს  სასთუმალთან ირგვლივ, 
თვალით ვერავინ  ვეღარ  ვიხილე ეხლა.,
როგორ მინდოდა  შენს ტანჯულ გულზე მიკრულს
ერთხელ  კვლავ  გეთქვა  შენ  გენაცვალოს  დედა.,
როგორ  მინდოდა ერთხელ  შემევლო  თვალი  
ჩემი  შვილების  მათი თვალების აჩრდილს. 
ჩემი  ოჯახის  ჩემი  სახლ  კარის ზღურბლზე,
თუნდ სამუდამოდ ჩამომესვენა დაღლილს. 
ოცი  წელია  ვნატრობ და  ცრემლად  ვდნები, 
და  ემიგრანტის  ბედკრულ დღეებზე  ვდარდობ, 
არ არსებობდეს  ქვეყნად  არც  ერთი  ქალი, 
ოჯახის  გარეთ  ცხოვრობდეს ამას  ვნატრობ. 
დაე მე ვიყო უკანასკნელი  ვინც რომ,
მისი  ოჯახის  და ქვეყნის  გარეთ  კვდება, 
ემიგრანტების  სტატუსით გვირგვინ დადგმულს, 
სიკვდილის  შემდეგ  კვლავ  ემიგრანტი  რჩება! 
          2.07.17.
               თამარ  ბერიშვილი!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი