ბუნების ეროტიკა (მაწყვალთას)


შიშველ სხეულზე აკრულ ქუდივით
მკერდზე ჯერ კიდევ ნაქსოვი თოვლი,
მიიპარება ნელა ქურდივით
ალბათ რცხვენია ცრემლის - ვინ მოთვლის?

დაღვრილს ვნებისგან ალერსით ყელში,
ქარით გაშლილი თმები - ნაძვები,
ვნებით მდინარედ დამდნარი ეშხი
შენ მაწყვალთის ცავ ცქერით გაძღები...

შემოახია მზემ თოვლს კალთები
ჰო, ეს მთებია უკვე ორსული 
მაწყვალთავ, ჩემო, ნუღარ შეკრთები
გაზაფხულია შენში მოსული...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი