ეძღვნება ავღანეთში დაგუპულ ჯარისკაცებს


საქართველოში დაბადებულან ,
დაბადებულან გმირად აღზრდილან,
აქ დარწეულა მათი აკვანი,
აქ უმღეროდა დედა ნანინას,
აქ ასწავლიდა სიყვარულს შესას,
აქ გაუზრდიხართ თქვენ გმირად დედას,
აქ ითქვა თქვენი პირველი სიტყვა
აქ სიხარულით ცრემლებს იწმენდდა
თქვენი აღმზრდელი მშობელი დედა.
დღეს მოუყვანეს თქვენი გვამები
საქართველოს და თქვენს მშობელ დედას
შვიდი ვაჟკაცი გმირი გყავთ დედა,
ცრემლი არ მოგდით რა ხდება ნეტა!!
თქვენ ხართ ამაყი მშობელი დედა,
თქვენი ნანინა ტკბილია დღესაც.
მხოლოდ თქვენ უნდა იყოთ ამაყი
რომ გმირი შვილი გაზარდეთ დედა.
სამებას რეკავს ზარები ერთხმად
შვიდი გმირი წევს რა ხდება ნეტა??
შვიდი გმირი და შვიდი ვაჟკაცი
თქვენი აღზრდილნი აქ წვენან დედა.
ახლა სამებას მოასვენებენ ,
ქართულ მიწაზე განასვენებენ,
ღმერთმა დალოცოს მათი სულები
ღვთის სასუფეველს დღეს განესვენათ,
სამძიმარს გეტყვით გმირო დედებო
და ქედს მოვიხდი თქვენთვის გმირებო..

თეონა ცეცხლაძე
2012 წელი II კურსი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი