* * *(შენ გამიმეტებ)


ჩემი სხეული - შენი სურვილების სასაფლაო. 
შენი სხეული - ჩემი გრძნობების გილიოტინა. 
შენ გამიმეტებ სხვა ვნებების სასაკლაოსთვის, 
მოხვალ ჯვარცმით და აღდგომისთვის კოცნას მომიტან.

ვნების კვირაში დაქცეული სისხლი ვიქნები, 
ყველა ცოდვით და ისტერიით დამარცხებული... 
თუ სიყვარული სიგიჟემდე არ შეგიძლია, 
ნუ დაბრუნდები... ..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი