* * * თითქოს არ მკმაროდა ჩემი ჯვარი


თითქოს არ მკმაროდა ჩემი ჯვარი.
სხვისიც უმოწყალოდ ამკიდეს.
როცა მთის მწვერვალზე ფეხი დავდგი,
უმალ მოცვივდნენ და გამყიდეს

ისე დაუნდობლად მომისაჯეს
ბნელი, უკუნი და გზა ვრცელი .
აწი აღარასდროს დამჭირდება
ჩემი სიმშვიდისკენ გზამკვლევი.

თითქოს ჩემი ჯვარი არ მკმაროდა.
სხვისიც უმოწყალოდ ამკიდეს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი