* * * ასჯერ გავზომე, ერთხელ ვთქვი


ასჯერ გავზომე, 
ერთხელ ვთქვი.
ზოგჯერ დუმილი ვარჩიე.
ღამე კარებთან დავაბი,
ყველა საათი ავრიე.

გზა გადავკეტე ბინისკენ.
თან სარკმელს ბურავს სუდარა,
ასე ვერავინ დაიტევს
ამდენ ტკივილს და მუდარას.  

გზა აბნეული სხეულით
სიცილს დავიბერტყ კალთიდან.
აღარაფერი შემომრჩა
ჩვენი წარსულის ამბიდან.

ასჯერ გავზომე ერთხელ ვთქვი. 
ზოგჯერ დუმილი ვარჩიე.
გოლგოთის გზაზე შემდგარმა
ჯვარი ვერ ამოვათრიე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი